X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

4 აგვისტო 2026

რაჭაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში შქმერიმრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

შქმერი და მრავალძალი რაჭის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული და ისტორიული მიმართულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაზიანებული ხრეშოვანი გზა ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

პროექტის დასრულების შემდეგ გადაადგილება გახდება უსაფრთხო, კომფორტული და შეუფერხებელი. განახლებული გზა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ამ უნიკალური კუთხის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

პროექტის სავარაუდო ღირებულება არის 23 მლნ ლარი. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2028 წლის ბოლო.